პირველი დღის რეფლექსია -

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი

გავეცანი 21-ე საუკუნის  უნარჩვევების  დოკუმენტს  აქედან გამომდინარემ  დავფიქრდი ჩემს როლზე სასწავლო პროცესში . ჩემი აზრით ყურადღება უნდა  მივაქციო რა არის  მთავარი პრობლემა,  პრობლემის  გადასაწყვეტად უნდა შევარჩიო მოსწავლეებისათვის საინტრესო თემა და დავგეგმო პროექტი.
 აქტიურად  გამოვიყენო  განმავითარებელი შეფასებები - მიმდინარე შეფასებები, რომლებიც მოსწავლის აზროვნების უნარსა და მიმართულებას წარმოაჩენს მასწავლებლის და მოსწავლეების წინაშე - ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზით მასწავლებელი წინასწარ ამოწმებს მოსწავლეების ვარაუდებს, ხედავს, თუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თითოეული მოსწავლე არაფორმალურ და ფორმალურ აზროვნებას შორის, და ქმნის შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას, სათანადო ინსტრუქციებს აძლევს მას. შეფასებაზე ორიენტირებულ საკლასო გარემოში განმავითარებელი შეფასებები ეხმარება როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეებს, პროგრესის მონიტორინგში.
 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მოვარგო ეროვნულ სასწავლო გეგმას

Comments

Popular posts from this blog