Posts

Showing posts from April, 2017
     მესამე დღის რეფლექსია    განვიხილეთ სასწავლო  პროექტის გეგმა და სტანდარტიდან გამომდინარე განვსაზღვრე  პროექტის მიზნები და შედეგები. გავეცანი  მიმართულების მიმცემ  საკვანძო კითხვებს  და  შევიმუშავე პროექტისთვის. გავეცანი  თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასებას. შეფასების 5 ძირითად მიზანზე ვიმსჯელეთ და შევავსე დროში გაწელილი შეფასების გეგმა.
მეორე დღის რეფლექსია განვიხილეთ პროექტის თემა, გამოვკვეთე პრობლემა და  გავაკეთე პრობლემის მოგვარების მოკლე მონახაზი, მასზე დაყრდნობით შევარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმიდან საჭირო სტანდარტი , გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და მათი  მეშვეობით გავცხრილე სატანდარტი,  აქვე  გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების  სიტყვების გამოყენებით დავხვეწე ჩემი სამოქმედო გეგმა.
პირველი დღის რეფლექსია - ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი გავეცანი 21-ე საუკუნის  უნარჩვევების  დოკუმენტს  აქედან გამომდინარემ  დავფიქრდი ჩემს როლზე სასწავლო პროცესში . ჩემი აზრით ყურადღება უნდა  მივაქციო რა არის  მთავარი პრობლემა,  პრობლემის  გადასაწყვეტად უნდა შევარჩიო მოსწავლეებისათვის საინტრესო თემა და დავგეგმო პროექტი.  აქტიურად  გამოვიყენო  განმავითარებელი შეფასებები - მიმდინარე შეფასებები, რომლებიც მოსწავლის აზროვნების უნარსა და მიმართულებას წარმოაჩენს მასწავლებლის და მოსწავლეების წინაშე - ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზით მასწავლებელი წინასწარ ამოწმებს მოსწავლეების ვარაუდებს, ხედავს, თუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თითოეული მოსწავლე არაფორმალურ და ფორმალურ აზროვნებას შორის, და ქმნის შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას, სათანადო ინსტრუქციებს აძლევს მას. შეფასებაზე ორიენტირებულ საკლასო გარემოში განმავითარებელი შეფასებები ეხმარება როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეებს, პროგრესის მონიტორინგში.